სკრიპალების საქმე

ლონდონი მოსკოვის განმარტებებს ელოდება.

დიდი ბრიტანეთი ქიმიური ნივთიერებით მოწამლული სკრიპალების საქმეზე ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოსა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომების გამართვას მოითხოვს. პრეტენზიები აქვს კრემლსაც, რომელიც რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის მოწამვლის საქმესთან კავშირს ისევ უარყოფს და ბრიტანეთს გახმაურებული გამოძიების მასალების გაქრობას ედავება.

რუსეთის ელჩს საავადმყოფოდან გაწერილ იულია სკრიპალთან შეხვედრა სურს.