სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები

15:12, 20.07.2026

სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შონია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების სკოლაში მიმდინარე სამუშაოს ადგილზე გაეცნო. 400 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უტარდება. სკოლა სრულად განახლდება და პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, ეზო, სპორტული მოედნები, გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. პროექტს სკოლის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაციაც დაემატა, რაც თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული არ იყო.

მსგავსი