სკოლის რეაბილიტაცია
თბილისის №120 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოების შესახებ, ინფორმაცია სკოლის პედაგოგებსა და მშობლებს, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ქვარა ჩართოლანმა და პარლამენტის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ადგილზე გააცნეს. 1000-მდე მოსწავლეზე გათვლილი, თბილისის №120 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სრულად განახლდება. ასევე, აშენდება თანამედროვე სპორტული დარბაზი და მოეწყობა ღია სპორტული მოედანი. საგანმანათლებლო დაწესებულება სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიური გარემოს შექმნას.