ვითარება პარლამენტთან და ოპოზიციის გეგმები

მიმდინარე პროცესების პარალელურად, კონსულტაციების რეჟიმზეა გადასული ოპოზიციური სპექტრი. „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ლიდერები გვიან ღამემდე იყვნენ შეკრებილები.

ვადამდელი პროპორციული არჩევნები, რომელიც დროებითი მთავრობისა და ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლილი შემადგენლობის პირობებში უნდა ჩატარდეს – ასეთია ოპოზიციის მოთხოვნები, რომლებიც ქუჩის გამოსვლების შეწყვეტას არ აპირებენ.  რა ხდება ამ წუთისთვის პარლამენტის შენობასთან, გიორგი კობერიძე გვეტყვის.