სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება

საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დანიის, ისლანდიის, ფინეთის, შვედეთისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრები. დიპლომატები ეუთო-ს რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების ჩატარებას განიხილავენ.

„საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება კრიზისიდან გამოსავალი და საზოგადოების ნდობის აღდგენა მისი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის ეუთო-ს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით. ასევე ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის განხილვით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ერთობლივ განცხადებას ეხმაურებიან თბილისში.