სკანდალური ჩანაწერები და გამოძიება უკრაინაში 

„ფარული ჩანაწერების“ გარშემო აგორებული მორიგი სკანდალი უკრაინაში. აუდიოჩანაწერებში ამჯერად აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წევრები ფიგურირებენ. მათ შორისაა ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ასევე ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი.

მასალები უკრაინის პროკურატურას დამოუკიდებელმა დეპუტატმა გადაუგზავნა. ანდრეი დერკაჩის მტკიცებით, საუბრის შინაარსი ადასტურებს, თუ როგორი ზეწოლა ხდებოდა ამერიკიდან უკრაინის ხელისუფლებაზე. ჩანაწერებში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, ნახსენებია უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძეც. საქმის წინასასამართლო გამოძიება დაიწყო. უკრაინის მმართველი პარტია საგამოძიებო კომისიის შექმნასაც არ გამორიცხავს.