სკანდალი საჭადრაკო ოლიმპიადაზე

ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს განმარტებების გაკეთება უწევს.

სტუმრებისთვის დარიგებული სუვენირების ჩანთაში მინიატურული ზომის მსოფლიო რუკა იპოვეს, სადაც საქართველო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეშეა დატანილი.

მოგვიანებით გაირკვა, რომ სასაჩუქრე ჩანთა რუსეთის, კერძოდ, ხანტი-მანსიისკის დელეგაციამ პიარკამპანიის ფარგლებში დაარიგა, რადგან ორი წლის შემდეგ ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადას სწორედ რუსეთი უმასპინძლებს.

რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური დირექტორი ფაქტს დიზაინერის შეცდომას უკავშირებს და ბოდიშს იხდის.