სკანდალი ჯაშუშური პროგრამის გარშემო

პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები, აქტივისტები – ჯაშუშური პროგრამა „პეგასუსის“ გამოყენებით მთელ მსოფლიოში შესაძლოა 50 ათასამდე ადამიანს უთვალთვალებდნენ, რისთვისაც მათ მობილურ ტელეფონს იყენებდნენ.

მიყურადების სავარაუდო ობიექტებს შორის საფრანგეთის პრეზიდენტია. ემანუელ მაკრონმა ამ საკითხის განსახილველად უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. არსებული ინფორმაციით, მაკრონმა საკუთარი მობილური ტელეფონი და ნომერიც გამოცვალა. პეგასუსი ისრაელში რეგისტრირებული კომპანიის მიერ შექმნილი პროგრამაა, რომელსაც მობილურ ტელეფონში შეღწევის შემდეგ ფაილებზე, კამერაზე და მიკროფონზე წვდომა აქვს. თავის დროზე ტერორიზმისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი პროგრამა, როგორც ირკვევა, მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ არამიზნობრივი გამოყენებისთვის შეიძინა.

დატოვე კომენტარი