სიტყვიერი შელაპარაკება ხაშურში
ხაშურში საახალწლო ღონისძიების პარალელურად ახალგაზრდების ნაწილმა მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა გააპროტესტა. „არა ძალადობას, დაინიშნოს ახალი არჩევნები“ – ამ მოთხოვნით ახალგაზრდებმა ფლაერები დაურიგეს სკვერში შეკრებილ მოქალაქეებს. აქციის მონაწილეებს ქონდათ მცდელობა საახალწლო სცენიდან გაეჟღერებინათ საკუთარი მოთხოვნები, რისი საშუალებაც მათ არ მისცეს. იყო სიტყვიერი შელაპარაკება აქციის მონაწილეებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის. საახალწლო ღონისძიებები ხაშურში, დიმიტრი ყიფიანის სკვერში დილიდან მიმდინარეობს. ნაძვის ხეს საზეიმოდ ხაშურში დღეს აანთებენ.