სისხლის უანგარო დონაციის აქცია
„ვეტერანები სიცოცხლის გადასარჩენად“,- ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. დონაციაში მონაწილეობა ვეტერანთა სამსახურის 15-მდე თანამშრომელმა მიიღო.
ვეტერანების მიერ გაღებული სისხლის რეზერვი ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა საავადმყოფოს გადაეცემა. ვეტერანთა საქალაქო სახელმწიფო სამსახურს დონაციის თხოვნით „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურმა“ მიმართა, რაზეც ადმინისტრაციისგან თანხმობა მიიღო.
ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.