სისხლის სამართლის კოდექსს „სამშობლოს ღალატის“ მუხლი დაემატება

„ქართული ოცნების“ ინიციატივით, სისხლის სამართლის კოდექსს „სამშობლოს ღალატის“ მუხლი დაემატება. გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე გააკეთა. მამუკა მდინარაძის თქმით, მუხლი თავის დროზე კოდექსიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს მუხლი, რომელიც სახელს დაარქმევს იმ დანაშაულებს, რომელიც შესაბამისი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული თავით არის განსაზღვრული. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ თუ ვინმე ახლა ამ მუხლით არის გასასამართლებელი, ეს სწორედ „ქართული ოცნებაა“.