„სირცხვილიას“ ორგანიზატორებმა მანიფესტი გაავრცელეს

პარლამენტთან გუშინ გამართული აქციის დასასრულს სირცხვილიას“ ორგანიზატორებმა მანიფესტი გაავრცელეს და შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნეს. ისინი ამბობენ, რომ ერთიანდებიან რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და მათი მთავარი ამოცანა ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ასევე პროპორციული არჩევნების ჩატარება და გამარჯვებაა.

აქციის ორგანიზატორები შექმნიან მობილურ ჯგუფებს, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში იმუშავებენ. შეიქმნება სწრაფი რეაგირების იურიდიული ჯგუფი, ასევე ახალი მედიაპლატფორმა და ელფების არმია. აქციის ორგანიზატორების განცხადებებს პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ.