„სირცხვილიას“ ორგანიზატორები ემზარ კვიციანის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოითხოვენ

მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორები და აქტივისტები დეპუტატ ემზარ კვიციანის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოითხოვენ.

პარლამენტის შენობასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ახალგაზრდები ძველი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

უწყებაში შესვლამდე მათ განაცხადეს, რომ გამოძიებას მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას. მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორები პოლიციას უმოქმედობაშიც ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ შესაბამისი განცხადებით ისინი გეგმავენ მიმართონ გენერალურ პროკურატურასაც.

პარლამენტის შენობასთან დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.