სიონის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო

სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. არსებული მდგომარეობით დაზიანებულია ტაძრის გადახურვა და სამრეკლო, რის გამოც მოსული ნალექი აზიანებს კედლებს და საფრთხეს უქმნის ტაძარში არსებულ ფრესკებს. ტაძრის აღნიშნულ ნაწილს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რადგან ტაძარი და მისი სამრეკლო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლია, აღნიშნულ პროექტს თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს. მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს დასრულდება და მისი საერთო ღირებულება მილიონ 220 ათას ლარს შეადგენს.