დღეს და ხვალ, თბილისსა და რეგიონებში წვიმა და თოვა გაგრძელდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, დაბლობსა და ბარში, დღის საათებში ძლიერი ნალექი იქნება. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში კი – მოიმატებს თოვლის საფარი. ნალექის ინტენსივობა 1-2 მარტიდან შესუსტდება.