„სიდსთარს თბილისი 2019“

12:20, 01.07.2019

საქართველოში გლობალური სტარტაპ კონკურსი – Seedstars თბილისი 2019 ჩატარდება. ღონისძიებას სათავეში დგას ორგანიზაცია SeedstarsWorld, რომელიც ინოვაციური მეწარმეობის განვითარებას უჭერს მხარს.

კონკურსი ინოვაციური იდეების მქონე ქართველ დამწყებ მეწარმეებს საშუალებას აძლევს, საკუთარი იდეები გლობალურ ბაზარზე გაიტანონ.

კონკურსი 30 ივნისს სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ „ალიანს ჯგუფის“, „ვენჩორული კაპიტალის ასოციაციის“, აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ასევე „საპარტნიორო ფონდისა“ და მისი შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართება.

მსგავსი