სიახლეები „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამაში

21:40, 11.04.2023

ცოტა ხნის წინ ამოქმედებულ დიარჯის სისტემაში ცვლილებებია.

სამედიცინო სერვისებზე სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების ჯიბიდან თანაგადახდის ზედა ზღვარი დაწესდა. საუბარია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე ადამიანებზე, რომლებსაც კონკრეტულ მომსახურებებზე სრული თანხის 10-დან 30%-მდე ნაწილის გადახდა თავად უწევთ. მათ შორის საუბარია პენსიონრებზე, რომლებიც ერთ-ერთ მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ, ასევე მოზარდებზე და შშმ პირებზე. დიარჯის სისტემაში შესული ცვლილებით და კონკრეტულ სერვისებზე მაქსიმალური ლიმიტის დაწესებით მოქალაქეების მხრიდან ძვირადღირებულ ოპერაციებში თანაგადახდის წილი მცირდება. სწორედ ჯიბიდან გადასახდელი სოლიდური თანხის გამო ხშირად პაციენტები ძვირადღირებული სერვისებზე უარს ამბობდნენ.

 

მსგავსი