შვიდი წლის მარიამ ქათამაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

შვიდი წლის მარიამ ქათამაძეს დახმარება სჭირდება. ის 2019 წლიდან ებრძვის ვილმსის ავთვისებიან სიმსივნეს, მისი მდგომარეობა მძიმეა. სასწრაფოდ საჭიროა პაციენტის გადაყვანა გერმანიაში, კერძოდ ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც მას უნდა ჩაუტარდეს გადაუდებელი ოპერაცია, ღეროვანი უჯრედის გადანერგვა, ქიმიო და სხივური თერაპია. მარიამ ქათამაძის დასახმარებლად საქართველოდან თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ფოტოზე მითითებულ ანგარიშებზე.

მიმღები – მარიამ ქათამაძის დედა, ხათუნა სალუქვაძე.

მოამბე