შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

რუსეთ-საქართველოს საბაჟო შეთანხმების განხორციელებისთვის ყველა პირობა შექმნილია, – ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შვეიცარიის ეგიდით მოლაპარაკებები დასრულებულია.

შვეიცარია განაგრძობს აქტიური როლის შესრულებას ამ ახალ ფაზაში, ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარეობით, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს შეთანხმების განხორციელებას, – აღნიშნულია შვეიცარიის უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

დღესვე ჟენევაში ერთობლივი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლები შეიკრიბებიან.