შვეიცარელი თხების იმერული ცხოვრება - წარმატებული მეურნეობა თერჯოლაში/ ყველის ახალი საწარმო თელეთში და ქალაქელი ცოლ-ქმრის პასტორალური ამბავი #ფერმაში
✅ შვეიცარელი თხების იმერული ცხოვრება. ჩვენთან ერთად, ესტუმრეთ თერჯოლაში, დათო პერანიძისა და მარინე გაბრიაძის ახალ ფერმას და ნახეთ, როგორ გრძნობენ თავს ერთად უცნაური სახელების მქონე ცხოველები: ვასილისა, კბენია, კალიგულა და ჯონდო.
✅ გამოცდილი ფერმერებისგან გაიგეთ, რით სჯობს ზაანური ჯიშის თხები ადგილობრივს; რატომ არიან ისინი საოცრად თვინიერები, თუმცა ამავდროულად მექალთანეები და ეჭვიანები.
✅ ნახეთ, როგორია შავი და მწვანე კვერცხისმდებელი იხვების, ბატებისა და თხების ჰარმონიული თანაცხოვრება. ერთად ვისწავლოთ, როგორ შევქმნათ წარმატებული მეურნეობა.
#ფერმის სიუჟეტში დაათვალიერეთ ყველის ახალი საწარმო თელეთში და გაიგეთ, რა გეგმები აქვს ანა მიქაძე-ჩიკვაიძეს, რომელსაც ქართული ყველის დედას უწოდებენ.
✅ ქალაქელი ცოლ-ქმრის პასტორალური ამბავი ნახეთ „არტი-შოკში“. გაიგეთ, რატომ ამჯობინა ჟურნალისტმა ესმა კუნჭულიამ ქუსლიან ფეხსაცმელს სპორტული ტანსაცმელი და როგორ შეიგრძნობს ჟანგბადს სოფლად წარმატებული მოქანდაკე ირაკლი ჟვანია.