შვედი მუსიკოსი თბილისში

22:00, 23.01.2019

ექსპერიმენტული მუსიკის კიდევ ერთი კონცერტი თბილისში.

საქართველოს შვედი მუსიკოსი ჯეი ჯეი იოჰანსონი ეწვევა.

სკანდინავიელი შემსრულებელი პროექტ „საუნდვეივის“ ფარგლებში ჩამოვა და ქართველ მუსიკოსებთან ერთად დაუკრავს. იოჰანსონის, ქართული ინდი-როკ პროექტის, „ქიდ ჯიზაზისა“ და სიმებიანი კვარტეტის ერთობლივი კონცერტი ახალი პროექტის პირველი სესია იქნება.

საუნდვეივი“ ამ ტიპის მუსიკალურ ღონისძიებებს ყოველთვიურად შემოგვთავაზებს.

 

მსგავსი