შვედეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს მართავენ - რა საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას ოპოზიცია

შვედეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტში დღეს დილიდან შეხვედრებს მართავენ. შვედი დეპუტატები უკვე შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, სადაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

შვედი კანონმდებლები ასევე შეხვდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, რომელთაც ყურადღება საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გაამახვილეს.

ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანოში, უმრავლესობის წევრებისა და შვედეთის დელეგაციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.