მეორე დღეა შეფასებების თემაა შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებას ეხება. ულფ კრისტენსონმა დაწერა, რომ უკრაინაში ერთნაირ სქესიან წყვილებს არ შეუძლიათ ქორწინება, LGBTQI თემის სრული სამართლებრივი დაცვა მნიშვნელოვანია უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისთვის, ეს არის ის, რასაც ისინი მხარს უჭერენ. „შვედეთი, როგორც უკრაინის მტკიცე მხარდამჭერი, ყურადღებით დააკვირდება, რომ ეს ვალდებულება შესრულდეს“, – წერს შვედეთის პრემიერ-მინისტრი.