შუალედური არჩევნები ზუგდიდში

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდიატი, საარჩევნო ადმინისტრაციაში ოფიციალურად დარეგისტრირდა.

გიორგი შენგელია 67-ე საოლქო კომისიაში მისივე საარჩევნო შტაბის უფროსთან, ირაკლი ჩიქოვანთან ერთად მივიდა.

მერობის კანდიდატის განცხადებით, ზუგდიდი გახდება ქალაქი, სადაც ინფრასტრუქტურა განვითარდება და სოციალური პროექტები განხორციელდება.