შუალედური არჩევნები - 2023

შუალედური არჩევნები 2023 – წინასწარი შედეგები. ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქის პირველ მაჟორიტარულ ოლქში, საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ასარჩევად უბნებზე 5 490 ამომრჩეველი მივიდა. რაც ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 21.31 %-ს შეადგენს. წელს ქუთაისის 11 უბანზე არჩევნები ახალი ტექნოლოგიებით – ელექტრონულად , ხოლო ერთ უბანზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ძველი მეთოდით ჩატარდა. საოლქო საარჩევნო კომისიაში არცერთი საჩივარი არ შესულა. არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა თერჯოლის 49-ე საარჩევნო ოლქშიც, სადაც მუნიციპალიტეტის მერი უნდა აერჩიათ. არჩევნებზე 11 ათას 668 ამომრჩეველი მივიდა, რამაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 37% შეადგინა. 29 საარჩევნო უბნიდან 23 უბანზე არჩევნები ელექტრონული ჩატარდა. ორივე საარჩევნო ოლქში არჩევნების მიმდინარეობას 12 ქვეყნის 30-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა.