შტანდარტის ნაწილები

11:29, 16.12.2024

ბრინჯაოს ხანა საქართველოში გამორჩეულად არის წარმოდგენილი, როგორც მტკარ-არაქსის კულტურით, რომელიც მოიცავდა კავკასიის, ანატოლიისა და ირანის ნაწილებს, ასევე თრიალეთის კულტურით. სხვა მნიშვნელოვან არტეფაქტებს შორისაა ძალაუფლების სიმბოლოდ მიჩნეული შტანდარტის ნაწილები, რომელიც აღმოჩენილია თრიალეთში წალკის რაიონში და თარიღდება 3700-4000 წლით.

თრიალეთური კულტურა გამოირჩევა თავისი უნიკალური მხატვრული სტილით და მაღალი ხარისხის ლითონისა და კერამიკის ნიმუშებით. ეს ნიმუშები ადასტურებს იმდროინდელი ხელოსნების პროფესიონალიზმს და ელიტარული საზოგადოების არსებობას, რაც იმ პერიოდის კულტურულ განვითარებაზე მიუთითებს.

 

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია

მსგავსი