შსს-ს მომსახურების სააგენტოს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა გაიხსნა

08:47, 18.06.2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სტრუქტურულ ერთეულში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა გაიხსნა. აღნიშნულ შენობაში მოხდება იარაღის რეგისტრაცია, ასევე დაკარგული და დაზიანებული სანომრე ნიშნების შეცვლა-აღდგენა, რაც მომსახურების სააგენტოს თბილისის ფილიალში ამ დრომდე არ ხდებოდა.

სტუმარი: იმედა მაკასარაშვილი – მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე.

ახალი დღე

მსგავსი