შსს-ს განცხადება იულია სუსლიაკის საქმეზე

გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებსა და უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას ადასტურებენ მთავარ საგამოძიებო უწყებაში. დამატებითი ინფორმაციის გავრცელებას პროკურატურა მოგვიანებით გეგმავს.

სატელევიზიო კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ტრეფიკინგის ფაქტზე. საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა დნმ-ის ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, იულია სუსლიაკი მხოლოდ ოთხი მცირეწლოვანის ბიოლოგიური დედაა, ხოლო დანარჩენი ევქსი ბავშვის – არა. ასევე, დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ ათივე ბავშვს შორის დგინდება ნათესაური კავშირი. ამ ეტაპზე აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ღონისძიებები ყველა მიმართულებით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.