შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, გარდაუვალი აუცილებლობის გარდა,  მომსახურების ცენტრებში ვიზიტს თავი აარიდნონ. რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, უწყების სხვადასხვა დანაყოფების სტრუქტურულ ერთეულებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულარულად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. შესაბამისად, დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეული 14, 17 და 19  მარტს, ხოლო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების თბილისის და რუსთავის სერვის ცენტრები – 14 მარტს წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება.

დატოვე კომენტარი