შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 34 პირი დააკავა

15:05, 05.11.2025

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 34 პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა დღეს დილით გაავრცელა. საუბარია ხუთ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნულ პირებს ბრალად ედება ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა. მათგან შვიდ პირს, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ორ ადამიანს, საზღვარგარეთ მყოფ ოთხ პირსა და ერთ „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ამავე სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. საუბარია 2021 წლის საქმეზე. გამოძიების ცნობით, მიქაძე და ჩუბინიძე დაეუფლნენ სხვის კუთვნილ ხუთ ცეცხლსასროლ იარაღს და გაასხვისეს მართლსაწინააღდმეგოდ მესამე პირზე. მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა ამ საქმეზე.

მსგავსი