შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაში იღებდა მონაწილეობას, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
სამართალდამცველებმა განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ა.გ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული ა.გ-სთვის 2021 წელს გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, მისი მხრიდან მშობლის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.