შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა, მათ შორის 11 ნარკორეალიზების ბრალდებით. საპოლიციო მოქმედებები თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩაატარეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განხორციელდა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ბრალდებულებისგან პოლიციამ ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალებები, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტროსასწორები ამოიღო. ასევე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული სამი პირისგან ნივთმტკიცებად ამოღებულია იარაღები“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.