შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით 42 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.