ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თბილისსა და იმერეთში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტებზე 7 პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახმაურებული დანაშაულების გახსნილი ფაქტები გაასაჯაროვა. მათ შორის არის ყაჩაღობის, ნარკოდანაშაულისა და ოჯახური ძალადობის შემთხვევები.
კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსმა სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ერთი კვირის განმავლობაში კახეთსა და შიდა ქართლში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 4 პირი აიყვანეს, ასევე გახსნილია თაღლითობის ფაქტები და განზრახ მკვლელობის მცდელობის ერთი შემთხვევა.