შსს-მ ფოთში სამლოცველოს გაქურდვის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთში, მშენებარე ტაძრის ეზოში სამლოცველოს გაქურდვის ფაქტი გახსნა.

დანაშაულის ჩადენაში მხილებულია არასრულწლოვანი, რომელიც აღიარებს დანაშაულს.

გამოძიება სსკ-ის 177 მუხლით გრძელდება.

შეგახსენებთ, ნაბადის უბანში, წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის გვერდით მდებარე სამლოცველო გაქურდეს.