შსს-მ დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. ის წარსულში მსგავსი დანაშაულისთვის არაერთხელაა ნასამართლევი. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 438 აბი „სუბუტექსი“ და 10 აბი „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.