შშმ პირთა საერთაშორისო დღე

სახალხო დამცველი შშმ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე მიუთითებს.

ბოლო ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის შესაბამისი პირობები შექმნილი არ არის, ამ შემთხვევაში ომბუდსმენი ინფრასტრუქტურის კუთხით არსებულ სტანდარტებს გულისხმობს.

ანგარიში ნინო ლომჯარიამ შშმ პირთა საერთაშორისო დღეს წარმოადგინა და ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციაც მისცა. პასუხად მმართველი გუნდი შშმ პირების პირობების გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს.