შშმ პირებისთვის შენობების ადაპტირება  

არასამთავრობო სექტორი შშმ პირების გამო ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავს.

ამჯერად უკმაყოფილება ახლადამოქმედებული კანონის უმოქმედობას ეხება. რეგულაციებში გაწერილია ის ვალდებულებები, რომლებიც საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მფლობელებმა შშმ პირების მიმართ უნდა შეასრულონ. საუბარია ინფრასტრუქტურის ადაპტირებაზე. თუმცა რეგულაციების აღსრულების მექანიზმი არ არსებობს, რის გამოც ვალდებულებები ფურცელზე რჩება.