შშმ ბავშვებისთვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა.

მცირე საოჯახო ტიპის სახლი შვიდ ბენეფიციარზეა გათვლილი.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მზრუნველობამოკლებული შვიდი ბავშვი დღეიდან ოჯახურ გარემოში გააგრძელებს ცხოვრებას. მისივე განცხადებით, სახლის გახსნა იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც მრავალრიცხოვანი ბავშვთა სახლების გაუქმებას და მათ ოჯახური ტიპის საცხოვრებლით ჩანაცვლებას გულისხმობს.