შს სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტი აზერბაიჯანში
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი სახოკია, დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა. დაათვალიერეს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს აკადემია. მონაწილეობა მიიღო მისი დაარსებიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში. შეხვდა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრს. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული პარტნიორობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელსაც ხელი ორი ქვეყნის მინისტრებმა მოაწერეს.