შს მინისტრმა გარდაცვლილი სამართალდამცველების ოჯახებს ღირსების ორდენები გადასცა

12:09, 20.01.2019

ღირსების ორდენები გადასცა შინაგან საქმეთა მინისტრმა გარდაცვლილი სამართალდამცველების ოჯახებს.

ზუგდიდის პოლიციის დეპარტამენტის სამი თანამშრომელი – კოტე თოდუა, მორგენ ნიჟარაძე და ჯემალ ქოჩუა, 1992 წლის 9 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

გიორგი გახარიამ, მოადგილესთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, გარდაცვლილების ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

მსგავსი