შს მინისტრის ვიზიტი საფრანგეთში

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს.

ვიქნებით ძალიან მკაცრები და შევთავაზებთ თავშესაფარს მხოლოდ მათ, ვინც ამას ნამდვილად იმსახურებს. განცხადება ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდგ გაკეთდა. ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. მინისტრებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებულ და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. განხილვის ერთ-ერთი თემა სწორედ თავშესაფრის მაძიებელთა საკითხი იყო.