შს მინისტრი: მე ვარ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე

დღეს მე ვარ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, – ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ მას თითქოს 2000 წელს რუსეთის მოქალაქეობა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მისცა.

ძალიან აქტუალური ხდება ეს საკითხი, ამაზე პასუხი გაცემული მაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავცემ, დღეს მე ვარ საქართველოს მოქალაქე, მხოლოდ და მხოლოდ და ის, რომ დღეს მე ვარ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, იყო აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება, – აღნიშნა გახარიამ.