შს მინისტრი საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. სულხან თამაზაშვილმა დეპარტამენტის ინფრასტრუქტურა, სამუშაო სივრცეები და ერთიანი მომსახურების ცენტრი დაათვალიერა. შეხვედრაზე საპატრულო პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის, მოქალაქეებისთვის საპოლიციო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ იმსჯელეს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიციელებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება და საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება პრიორიტეტულია და აღნიშნული მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.