შს მინისტრი სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დირექტორებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებს შეხვდა. სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებთან უწყების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. ასევე, ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულთან ბრძოლასა და საპოლიციო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს და ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელს პირებსაც შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ დეპარტამენტის საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესების, მათ შორის მოქალაქეებისთვის საპოლიციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები გაგრძელდება.