შს მინისტრი - პოლიციამ პარლამენტთან ლეგიტიმური ძალა გამოიყენა

პოლიციამ პარლამენტთან ლეგიტიმური ძალა გამოიყენა, – ასეთია შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია. გამოძიების დასრულებამდე გიორგი გახარია თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, ამის შემდეგ კი გადაწყვეტილება შედეგების მიხედვით იქნება მიღებული.

გიორგი გახარიას შეფასებით, საღამოს 7-დან 10 საათამდე, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მშვიდობიანი იყო, რის შემდეგაც მოხდა ვითარების ესკალაცია. მინისტრის შეფასებით, ძალის გამოყენება მაშინ გახდა საჭირო, როდესაც დადგა უსაფრთხოების და პარლამენტის შტურმით აღების საშიშროება.