შრომის უსაფრთხოება

21:15, 19.04.2018

ტყიბულის მინდელის სახელობის  შახტში სამთო-მოპოვებითი სამუშაოები შესაძლოა შეწყდეს.

5 აპრილს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ადგილზე საერთაშორისო აუდიტის ჩატარება იგეგმება. საწარმოს მფლობელი კომპანია არ გამორიცხავს, რომ ადგილზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მაღაროს დახურვა დადგეს დღის წესრიგში. თუმცა ამ შემთხვევაში ახალი პრობლემა იჩენს თავს – ობიექტზე დასაქმებული ასეულობით ადამიანის მომავალი. ტყიბულში მცხოვრებთა დიდი ნაწილისთვის სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად ქვანახშირის მოპოვება შემოსავლის მთავარი წყაროა.

მსგავსი