შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის განცხადება

ორთაჭალაში, ტრაგედიის ადგილზე ობიექტის მშენებლობა შეჩერებულია. მომხდართან დაკავშირებით, განცხადებას შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ავრცელებს, სადაც წერია, რომ პროცესში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დეპარტამენტმა სამშენებლო პროცესი შეაჩერა.

ახლა ინსპექცია ობიექტის დეტალურ შესწავლას გეგმავს, რის შემდეგაც შესაძლოა, მშენებელ კომპანიას ფულადი სანქცია დაეკისროს.

„ინსპექტირების დეპარტამენტი მოუწოდებს დამსაქმებლებს, შეასრულონ კანონით განსაზღვრული ვალდებულებები და დასაქმებულთა უსაფრთხოება უზრუნველყონ. თითოეულ დარღვევას, უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება,“ – ვკითხულობთ შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.