კიდევ ერთი რეზონანსული საქმე, რომლის მთავარი ფიგურანტები პოლიტიკაში წასული ბიზნესმენები არიან.
ნავთობკომპანია „მაგნატის“ ყოფილი მფლობელი მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მრავალმილიონიანი ქონების ჩამორთმევაში ადანაშაულებს. ქართულ ბაზარზე 30 წლის წინ გამოჩენილი კომპანიის წილების გადაფორმების საქმის შესწავლას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია იწყებს. დღეს კომპანიის ყოფილ მფლობელს და წილების გადაფორმების შემდეგ ციხეში მოხვედრილ ჯემალ ლეონიძეს მოუსმინეს, რომელმაც 2009 წელს განვითარებული პროცესები გაიხსენა. თუ მის მონაყოლს დავეყრდნობით, ბიზნესის ჩამორთმევის საქმეში ჩართულები იყვნენ მაშინდელი მაღალჩინოსნებიც. დასახელდა კონკრეტული გვარები. „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლები და დღეს უკვე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები პარლამენტის არალეგიტიმურობის მოტივით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების შესასწავლად შექმნილ საგამოძიებო კომისიას ბოიკოტს უცხადებენ. საპარლამენტო კომისია რეაგირებას პროკურატურისგან ითხოვს და გამოძახებულ მოწმეებს ახსენებს, რომ კომისიის სხდომაზე არ მისვლა სისხლის სამართლის წესით ისჯება.
საპარლამენტო კომისია ახლა რეაგირებას პროკურატურისგან ითხოვს და გამოძახებულ მოწმეებს ახსენებს, რომ კომისიის სხდომაზე არ მისვლა სისხლის სამართლის წესით ისჯება. მამუკა ხაზარაძის საქმე მთავარ საგამოძიებო უწყებაში უკვე გადაგზავნილია, ბადრი ჯაფარიძეს კი მოსაფიქრებლად დრო დღის ოთს საათამდე ჰქონდა. თუმცა სხდომებში მონაწილეობას და კითხვებზე პასუხის გაცემას არც ჯაფარიძე აპირებს. რატომ უნდა გაეყიდა რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის ნაცვლად ყოფილი ხელისუფლების მფლობელობაში არსებული ნავთობპროდუქტი ჯემალ ლეონიძეს. ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოსულმა ბიზნესმენმა წლების წინ განვითარებული პროცესები დეტალურად გაიხსენა და მისი საქმის ერთ ერთ მთავარ ფიგურანტად ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი დაასახელა.