ვითარება სტიქიის ზონაში – ბოლო ცნობები ადგილიდან

15:06, 17.08.2023

შოვში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დრომდე 7 ადამიანს ეძებენ. ცოტა ხნის წინ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან და ჰიდროლოგიის ექსპერტთან ერთად სოფელ გლოლას ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია სტიქიის შედეგად მათი სამსახურებისა და სპეციალისტების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შესახებ.

მსგავსი